აწუკვე ვეტერანი უნგრელი მოცურავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კატინკა ჰოსუ კარიერის დასრულების შემდეგაც ევროპის სპორტული და არამხოლოდ სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. 1989 წელს დაბადებული სპორტსმენი 6 წლის მანძილზე დაქორწინებული იყო ამერიკელ მწვრთნელზე, შეინ ტუსუპზე, რომელსაც მისი კარიერის მთავარ მიღწევებში ლომის წვლილი აქვს შეტანილი და წლების მანძილზე ისინი სპორტშიც და ცხოვრებაშიც „სუპერ დუეტად“ მიიჩნეოდნენ.
მაგრამ ყველაფერი სამწუხაროდ ხშირად არ გრძელდება ისე კარგად, როგორც დაიწყო. მწვრთნელისა და მისი შეგირდის საოჯახო ურთიერთობები რთული აღმოჩნდა და ყველაფერი საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ 2019 წელს განქორწინდნენ.
2022 წელს ჰოსუ დაქორწინდა მატე გელენცერზე, რომელიც ფიტნეს–ინსტრუქტორი იყო, შემდეგ კი სპორტული ატრიბუტის გაყიდვების სფეროშიც ჩაერთო. მათ ურთიერთობას უნგრული მედია ხშირად მოიხსენიებს როგორც „რკინის ლედისა და მოდელის“ რომანს. ეს მეტსახელი პირველად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ჩინელმა ჟურნალისტმა დაარქვა, რადგან კატინკა მაშინ გამორჩეულად მტკიცე და შეუპოვარი იყო.