ლონდონის "არსენალის" კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა Men in Blazers-ის პოდკასტში მიიღო მონაწილეობა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა "მეთოფეების" გამორჩეულ შენაძენზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში განახორციელეს.
"ვფიქრობ გუნდი მარტინ ზუბიმენდის ტრანსფერის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მასთან ერთად ესპანეთში მომიწია თამაში და მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცი. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია თამაშის წაკითხვა, იცის თუ რა დროს სად უნდა იყოს. ის ასევე კარგია ბურთთან ერთად, შეუძლია მეტოქე გუნდის ხაზების გაჭრა, ამიტომ მისი ტრანსფერით აღფრთოვანებული ვარ. ზუბიმენდის ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მოსამზადებელ პერიოდში მან უკვე აჩვენა მისი შესაძლებლობები. მან ჩვენს გუნდს ახალი განზომილებები შემატა." - განაცხადა ოდეგორმა.
შეგახსენებთ, რომ მარტინ ზუბიმენდი "არსენალმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "სოსიედადიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ესპანელი ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველ ტურის მატჩში "მანჩესტერის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.