დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის გახსნითი მატჩი პარიზში გაიმართება, სადაც "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ანჟეს" უმასპინძლებს.
რამდენიმე წუთის წინ პარიზული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დღევანდელი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია არ არის. როგორც ცნობილი ხდება, კვარაცხელიას მცირე ფიზიკური პრობლემები აღენიშნება, რის გამოც მას დასვენების საშუალება მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ლიგა 1 "ნანტთან" მოგებით დაიწყო, ხოლო მეორე ტურის მანტჩს "ანჟერის" წინააღმდეგ დღეს 22 აგვისტოს გამართავს, შეხვედრა 22:45 საათზეა ჩანიშნული.