ფეხბურთი

14:58 | 22.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელი ბორჯომში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ყოფილი ფეხბურთელი, 29 წლის ზურაბ გელაშვილი ბორჯომში ტრაგიკულად დაიღუპა.

როგორც ცნობილი ხდება, გელაშვილი ავტოავარიის დროს გარდაიცვალა, რომელიც დღეს 22 აგვისტოს ღამე მოხდა. ტოიოტას მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ზურაბ გელაშვილმა საფეხბურთო კარიერა 2024 წელს დაასრულა. ის სხვა და სხვა დროს ქუთაისის "ტორპედოში", "ზესტაფონში", რუსთავის "მეტალურგში", "გურიაში", "მეშახტესა" და "ზუგდიდში" თამაშობდა. მას ასევე საქართველოს U17 და U19-ში აქვს ნათამაშები.

WORLDSPORT.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094101