„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფან ლე მინიანმა „ლიონთან“ მატჩის წინ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კონკრეტულად მიქაუტაძის შესაჩერებლად გეგმა არ ექნებათ, მაგრამ იციან, რომ მის წინააღმდეგ ყურადღება არ უნდა მოადუნონ:
„კონკრეტული გეგმა მიქაუტაძის შესაჩერებლად არ გვექნება, უბრალოდ მთელი თამაში ყურადღებით ყოფნა გვჭირდება, რადგან ვიცით, რომ თუ მას ნახევარ სივრცეს მაინც მივცემთ, ის ამას გამოიყენებს.
გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონი ექნება, მაგრამ ასევე გუნდშია მალიკ ფოფანა, რომელიც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია, თუ არა საუკეთესო. ისინი არიან შემტევი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის შეცვლა შეუძლიათ. ცხადია, კორენტინ ტოლისოც, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. შესაბამისად, ბევრი გეგმაა საჭირო, რადგან „ლიონში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია“, - თქვა ლე მინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით სტუმრად „ლანსი“ 1:0 დაამარცხა.
23 აგვისტოს, „ლიონი“ „მეცს“ უმასპინძლებს და მიქაუტაძე პირველად ითამაშებს იმ კლუბის წინააღმდეგ, საიდანაც მისი პროფესიული კარიერა დაიწყო და 64 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.