საბა საზონოვის მომავალი ისევ გაურკვეველია. ქართველმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და „ტორინოსთან“ ერთად ემზადება, იტალიის თასზე "მოდენასთან" მატჩის განაცხადშიც იყო, თუმცა ტურინელთა გეგმებში ის არ შედის.
პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით, „ტორინოს“ საზონოვზე არანაირი შეთავაზება არ მიუღია. ამის შესახებ Toro.it იტყობინება:
"საბა საზონოვი ახალგაზრდაა, თუმცა „ტორინოს“ გეგმები მასთან დაკავშირებით განსხვავებულია: „ემპოლიში“ უიღბლო იჯარის შემდეგ, რომლის დროსაც მან ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, კლუბი ქართველის გაყიდვას ისახავს მიზნად, რომელიც მარკო ბარონის გეგმებში არ შედის, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არავის გაუკეთებია “, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინომ“ 2023 წელს შეიძინა და მას შემდეგ მხოლოდ 13-ჯერ დაიცვა ტურინული კლუბის ღირსება. გასული სეზონი „ემპოლიში“ იჯარით იყო, თუმცა ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია. „ტორინოსთან“ მას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.