ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავემ ჯერ ბელარუსი დანილ ჩარაპენკა 7:0 და შემდეგ ყირგიზი კუბანიჩ არინოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მარცხი განიცადა. თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის თურქი ომერ ალტაში 9:0 დაამარცხა.
ეს პირველი მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისთვის, ხოლო მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.