გერმანიის II ბუნდესლიგის მესამე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ სტუმრად „მიუნსტერს“ დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა - 1:2.
მიროსლავ კლოზეს გუნდი სეზონი კატასტროფულად დაიწყო: ჩემპიონატში უქულოდაა, ხოლო თასის პირველივე ეტაპიდან ობერლიგის გუნდთან გავარდა.
ლუკა ლოჩოშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა. ბავარიელებმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს, მეორე ნახევარში ერთი ბურთი სტუმრებმა გაქვითეს, მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს.
„ნიურნბერგი“ უქულოდ მე-17 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 აგვისტოს, „პადერბორნს“ უმასპინძლებს.