ფეხბურთი

23:46 | 22.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" მწვრთნელი: "ასეთი ჩხუბი ფეხბურთში არ მინახავს, ინგლისური პაბის სიტუაცია იყო"

„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ადრიენ რაბიოსა და ჯონათან როუს ჩხუბზე პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა.

მან თქვა, რომ ფეხბურთში მსგავსი ჩხუბი არასდროს უნახავს და თავი ინგლისურ პაბში ეგონა:

„30 წელია ფეხბურთში ვარ და არ მჩვევია გასახდელში მიმდინარე მოვლენებზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ამჯერად ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. თუ სამუშაო ადგილზე ორი თანამშრომელი სპორტული დირექტორის და მწვრთნელის თვალწინ ისე ჩხუბობს, თითქოს ინგლისურ პაბშია, რაც გამოიწვევს თანაგუნდელის უგონოდ ძირს დაცემას, რა უნდა გააკეთოს კლუბმა ან დამსაქმებელმა? შეგვეძლო აგვერჩია დისკვალიფიკაცია ან გუნდიდან მოკვეთა. შაბათ-კვირას მე, პრეზიდენტი ლონგორია და სპორტული დირექტორი ტელეფონით ვსაუბრობდით, სანამ მკაფიო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებდით: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე ფეხბურთელი გუნდიდან მოგვეკვეთა. მართალია, რომ არც ერთი კბილი დამიკარგავს, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, რაც ფეხბურთში ვარ, არასდროს მინახავს ასეთი ჩხუბი. იმ მომენტში, კარიერაში პირველად არ ვიცოდი რა მეთქვა და რა გამეკეთებინა. ბაკოლა (მარსელის ფეხბურთელი - რედ) ძირს ეგდო, ექიმის მის მოსულიერებას ცდილობდა და ესენი ჩხუბობდნენ. რისთვის? მატჩის გამო, რომელიც კარგად ვერ ვითამაშეთ.

ძალა მოედანზე მეტოქეებს უნდა აჩვენო მეტოქეებს და არა თანაგუნდელებს. არავინ უნდა გრძნობდეს, რომ კლუბზე მაღლა დგას, ამ კლუბის მაისურის დაცვა პატივი და სიამაყის წყარო უნდა იყოს. შეგვიძლია ბევრად უკეთესი ფეხბურთელების პოვნა და ჩემზე ბევრად უკეთესი მწვრთნელებიც არსებობენ. ამიტომ, ჩვენი ადგილი უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქცევით, ჩვენი პატიოსნებით, პროფესიონალიზმით და კორექტულობით.

რაბიოს გარემოცვიდან ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. რაბიო ჩემთან სასაუბროდ მოვიდა, ბენატიას მასთან კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყველამ იცის, რომ მას ყველაფერში ვეხმარებოდით. დედამისს ავიწყდება, რომ მისი გუნდიდან გაშვება დამოუკიდებლად არ გადამიწყვეტია, პირიქით, მე ავირჩიე ის პარიზში კაპიტნად, მატჩში, სადაც პსჟ-ს ფანები მას ბოთლებს ესროდნენ. ეს მის დასაცავად გავაკეთე. ერთი წლის განმავლობაში მის შვილს უფრო მეტი ყურადღება მივაქციე და უფრო მეტჯერ ჩავეხუტე, ვიდრე ჩემს შვილს. როდესაც წავიკითხე, რომ რაბიოს დედამ თქვა, რომ გრინვუდს მეორე შანსი მიეცა, ეს ტყუილია, რადგან იქ საუბარია პირად ცხოვრებაზე, ხოლო რაბიო-როუს შემთხვევაში სამსახურში შეუფერებელ ქცევაზე ვსაუბრობთ“, - თქვა დე ძერბიმ.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული: როუ ძალიან ახლოსაა „ბოლონიაში“ გადასვლასთან, ხოლო რაბიოს მომავალი ჯერ გარკვეული არაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094978