მიუნხენის „ბაიერნმა“ სეზონი იდეალურად დაიწყო: ერთი კვირის წინ გერმანიის სუპერთასი მოიგო, ხოლო ამჯერად ბუნდესლიგაში ჩინებული სტარტი აიღო და „ლაიფციგი“ 6:0 გაანადგურა.
ვენსან კომპანის გუნდმა მეტოქეს უბრალოდ შანსი არ მისცა. პირველ ტაიმში მაიკლ ოლისემ დუბლი შეასრულა, გაიტანა ლუის დიასმაც, ბუნდესლიგაში პირველად, თუმცა არა „ბაიერნში“, რომლის მაისურით სადებიუტო გოლი გერმანიის სუპერთასზე შეაგდო.
მეორე ტაიმი უკვე ჰარი კეინის ბენეფისი იყო, რომელმაც სეზონი ჰეთ-თრიქით დაიწყო. ამგვარად, „რეკორდმაისტერისთვის“ „ლაიფციგი“ ძალიან ადვილი ლუკმა გამოდგა.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგის მეორე ტურში 30 აგვისტოს, „აუგსბურგს“ ესტუმრება, ხოლო „ლაიფციგი“ „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლებს.