ფეხბურთი

1:00 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ ვერ ითამაშა, პსჟ-მ ისევ მძიმედ მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

დაძაბული ბრძოლა მაინც ტაბლოს მიხედვით, თორემ, ცხადია, კლასში დიდი სხვაობა იყო. პსჟ-მ 27-ე წუთზე მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან გოლის გასატანად, კონკრეტულად უსმან დემბელემ, რომელმაც პენალტი კარს ააცილა. სამაგიეროდ, 50-ე წუთზე ფაბიან რუისმა დაარტყმა ზუსტად და როგორც მერე გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

პსჟ ჯერ ვერ არის საუკეთესო კონდიციაში, ეს ჩანს ლუის ენრიკეს გუნდის თამაშში, მაგრამ არც მოულოდნელობაა, რადგან მოსამზადებელი ეტაპი თითქმის არ გაუვლია დროის არქონის გამო.

ლიგა 1-ში პსჟ-მ ორივე მატჩი 1:0 მოიგო, მანამდე ევროპის სუპერთასზეც მაგრად გაუჭირდა „ტოტენჰემთან“, თუმცა პენალტებში მაინც იმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელიას მცირე ტრავმის გამო „ანჟერის“ წინააღმდეგ არ უთამაშია. წესით, სერიოზული არაფერია და მოედანზე მალე დაბრუნდება.

„პარი სენ-ჟერმენი“ 6 ქულით პირველია და ლიგა 1-ის მესამე ტურში 30 აგვისტოს, სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096941