ფეხბურთი

1:21 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ვესტ ჰემი" გაანადგურა

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგა „კრისტალ პალასთან“ შინ უფერული თამაშით და უგოლო ფრით დაიწყო, მაგრამ მეორე ტურში სტუმრად ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემი“ 5:1 გაანადგურა.

არადა, გრემ პოტერის გუნდმა კარგად დაიწყო, რადგან მე-6 წუთზე ლუკას პაკეტამ გახსნა ანგარიში. თუმცა, შემდეგ „ჩელსის“ კარნახით წარიმართა თამაში და მალევე ჟოაო პედრომ გაათანაბრა, ხოლო პირველ ტაიმში პედრო ნეტომ და ენცო ფერნანდესმა კიდევ ორჯერ გაიტანეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოისეს კაისედომ და ტრევორ ჩალობამაც დაამწუხრეს „ვესტ ჰემი“ და 5:1... „ვესტ ჰემს“ საშინელი დასაწყისი აქვს, წინა ტურში „სანდერლენდთან“ 0:3 წააგო.

„ჩელსის“ ოთხი ქულა აქვს, მომდევნო ტურში „ფულჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვესტ ჰემს“ უქულოდ ბოლო ადგილი უკავია, ბურთების ბალანსი 1:8-ზე აქვს და მძიმე სტარტი გამოუვიდა. „ჩაქუჩების“ მომდევნო მეტოქე სტუმრად „ნოტინგემი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09139