მას შემდეგ, რაც 27 წლის ნიგერიელი შემტევის ადემოლა ლუკმენის ტრანსფერი მილანის "ინტერში" ჩაიშალა, მისი გადაბირებით პრემიერლიგის ერთბაშად ხუთი კლუბი ინტერესდება.
როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან, ლუკმენის შეძენა: "სიტის", "არსენალს", "ტოტენჰემს", "ასტონ ვილასა" და "ჩელსის" სურს და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
"ატალანტას" დატოვება თავად ადემოლა ლუკმენსაც სურს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება და ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყოს.
27 წლის ფეხბურთელი "ატალანტაში" 2022 წლიდან თამაშობს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის დაახლოებით 60 მილიონი ევროა.