ფეხბურთი

12:00 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"ნოტინგემ ფორესტის" მფლობელსა და ნუნუ ეშპირიტუ სანტუსს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია და ამის გამო შესაძლოა პორტუგალიელი სპეციალისტი გაათავისუფლონ.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერებია.

ბრიტანული გამოცემა Sun Sport-ის ცნობით, "ნოტინგემის" ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებაშია და სანტუს შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავს, ერთი "ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცი ენჯ პოსტეკოღლუა, ხოლო მეორე ვარიანტად ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა სახელდება, რომელიც ამჟამად "ფენერბახჩეში" მუშაობს და თურქულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიუხედავად ამისა გამოცემის მტკიცებით ეს ინგლისური კლუბისთვის პრობლემა არ იქნება და თუ საჭიროება მოითხოვს, ისინი მოურინიოს კონტრაქტს გამოისყიდიან.

ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პრემიერლიგის სამ კლუბში: "ჩელსიში", "მანჩესტერსა" და "ტოტენჰემში" უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ ეშპირიტუ სანტუმ "ნოტინგემი" 2023 წელს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162863