UFC-ის მებრძოლმა ისლამ მახაჩევმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ძირითადად დაღესტანში გასამართ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეხებოდა. მიუხედავად ამისა ისლამს შეკითხვები ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზეც დაუსვეს.
"მგონია, რომ ჩემსა და ილიას შორის საინტერესო ჩხუბი გაიმართება და არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამ ბრძოლით დაინტერესებული ნამდვილად ვარ. არ ვიცი ეს ჯერ როდის მოხდება, ან რომელ წონით დივიზიონში, ეს ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები მართლაც სუპერბრძოლას იხილავენ." - განაცხადა ისლამმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დათმო და ზედა წონაში გადავიდა. ვაკანტური საჩემპიონო ქამარი კი ილია თოფურიამ დაისაკუთრა, ქართველმა "მატადორმა" საჩემპიონო ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა.