იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის პირველ მატჩში შესაძლოა "კრემონეზეს" შემადგენლობაში 20 წლის ქართველი ფეხბურთელის დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგეს.
"კრემონეზე" პირველი ტურის მატჩს სტუმრად "მილანთან" გამართავს, ხოლო დაჩი ლორთქიფანიძე სტუმარი გუნდის განაცხადშია.
დაჩი ლორთქიფანიძე "კრემონეზეს" აკადემიის აღზრდილია და აქამდე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, რომლის კაპიტანიც იყო. ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდთან ოფიციალური კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში გააფორმა.
ცნობისთვის, დაჩი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი იყო და ის 21-წლამდე ნაკრების კანდიდატია.
"მილანისა" და "კრემონეზეს" მატჩი დღეს 23 აგვისტოს 22:45 საათზე გაიმართება.