ფეხბურთი

17:27 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" მწვრთნელი: "გოგლიჩიძეს ნდობა და საჭირო დრო აქვს"

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ახალწვეული მცველების, საბა გოგლიჩიძისა და ნიკოლა ბერტოლას შესახებ ისაუბრა.

„ბერტოლას მსგავსად გოგლიჩიძეც საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ორივე მათგანი მუშაობს საუკეთესო ფორმაში შესასვლელად. ისინი ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, სრული ნდობა აქვთ და ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას შეესაბამებიან. მათ საჭირო დროს ვაძლევთ. როდესაც ახალ დონეზე გადადიხარ, ადაპტაციისთვის ყოველთვის დროა საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უახლოეს პერიოდში თამაში არ შეუძლიათ. მუშაობენ და თანაც, კარგად“, - თქვა რუნიაიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „ვერონას“ მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092112