პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" უმასპინძლა და უშანსოდ 0:2 დამარცხდა.
"ქალაქელებისთვის" მატჩი თავიდანვე ცუდად დაიწყო და 23-ე წუთზე რაიან აიტ ნურიმ დაზიანება მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე ნათან აკე შემოვიდა. "ტოტენჰემმა" ანგარიში 35 წუთზე შეძლეს, რიშარლისონის გადაცემის შემდეგ თავი ბრენან ჯონსონმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს "სიტის" მეკარემ ჯეიმს ტრეფორდიმ უხეში შეცდომა დაუშვა, რაც ჟოაო პალინიამ გამოიყენა და შეხვედრაში როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ პრემიერლიგას ექვსი ქულით "ტოტენჰემი" ლიდერობს და მომდევნო მატჩს ტომას ფრანკის შეგირდები "ბორმუთთან" გამართავენ. რაც შეეხება "სიტის", მათ 3 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში "ბრაიტონს" ესტუმრებიან.
"სიტი" - "ტოტენჰემი" 0:2
გოლები: ბრენან ჯონსონი 35-წ. 0:1, ჟოაო პალინია 45+2 0:2.