დღეს საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "ალ-აჰლიმ" კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრის" თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა და ჩემპიონი გახდა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "ალ-აჰლის" ფეხბურთელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ, ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს და სუპერთასის მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ თამაშიდანაც მოახერხა გატანა და "ალ-ნასრის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა, რითაც გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 100-ზე მეტი გოლი 4 სხვადასხვა კლუბში გაიტანა.
"ალ-ნასრი" - "ალ-აჰლი" 2:2 (პენ. 3:5)
გოლები - რონალდუ პენ. 1:0 (41), ფრან კესი 1:1 (45+6), ბროზოვიჩი 2:1 (82), იბანიესი 2:2 (89).