ფეხბურთი

19:35 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" სეზონი მარცხით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი დაიწყო, რომლის პირველ ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგთან“ 1:3 დამარცხდა.

„ვოლფსბურგი“ მეოცე წუთზე დაწინაურდა, რასაც ლეო სიენცამ მალევე უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში „მგლებმა“ კიდევ ორჯერ გაიტანეს და მოიგეს.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ვერ გაომირჩა. ქართველი ფორვარდი 71-ე წუთზე შეცვალეს. „ჰაიდენჰაიმი“ მეორე ტურში 30 აგვისტოს, „ლაიფციგს“ ესტუმრება.

სხვა მატჩებს რაც შეეხება: „ლევერკუზენმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და შინ „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა (1:2). ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ბრემენის „ვერდერს“ ადვილად, 4:1 მოუგო, „უნიონმა“ „შტუტგარტს“ სძლია (2:1), ხოლო „აუგსბურგმა“ გასვლაზე „ფრაიბურგი“ 3:1 დაამარცხა.

0.087159