ფეხბურთი

20:15 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ებერეჩი ეზე "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ „კრისტალ პალასიდან“ ებერეჩი ეზე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო გარიგების ღირებულება 65 მილიონი ევროა.

მიკელ არტეტას გუნდმა ეზეს ტრანსფერზე მიბრუნება მას შემდეგ გადაწყიტა, რაც კაი ჰავერტცმა ტრავმა მიიღო და გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდა. აღსანიშნავია, რომ ეზე „ტოტენჰემში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ საქმეში „არსენალის“ ჩართვის მერე სიტუაცია მალევე შეიცვალა.

ებერეჩი ეზემ „კრისტალ პალასში“ 2020 წლიდან 167 მატჩში 39 გოლი გაიტანა და ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო. მანამდე ის ქპრ-ს და „უიკომბის“ ღირსებას იცავდა.

0.096831