ფეხბურთი

21:31 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის დუბლი "ასტანასთან" (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში „ჟენისმა“ „ასტანა“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა.

ქართველი ფორვარდი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, როცა „ჟენისი“ მარცხდებოდა (0:1), მაგრამ ელგუჯამ თამაში შეცვალა. მან ორ წუთში გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 73-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ლობჯანიძეს „ჟენისში“ ექვს მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ "ჟენისის" მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკოა, რომელიც გორის "დილასა" და "დინამო ბათუმში" მუშაობდა.

„ჟენისი“ 21 მატჩში მოპოვებული 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 სექტემბერს, „ორდაბასის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175939