ბულგარეთში გრძელდება მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე ფინალში გავიდნენ.
77 კგ წონით კატეგორიაში ანრი ფუტკარაძემ ყაზახი აკჟან იკილასოვი 5:3, ამერიკელი უეინ ბოვლინგი 9:0 და რუსი კირილ ვალეუსკი 5:4 დაამარცხა, ხოლო ხვალ ფინალში ირანელ მალეკ მოჰამად ბუვეირი პიანის შეხვდება.
87 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კოჩალიძემ ხორვატი ბრანკო დუკიჩის (2:1), უკრაინელი პავლო ტორიანიკის (5:1), სომეხი ერიკ ტერ მატევოსიანის (2:2) და ფინელი ელიას ლიისკის (6:0) ბარიერი დაძლია. ქართველის მეტოქე ფინალში აბდურახმან აბდულკადიროვი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ვახტანგ ლოლუამ მოიპოვა.
მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველომ გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.