საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „ბულონი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილის აქტივშია.
ქართველმა შემტევმა, რომელიც მოედანზე 89 წუთის განმავლობაში იყო, 74-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი. ზურიკომ საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველებისგან გათავისუფლდა და ზუსტად დაარტყა.
ეს დავითაშვილის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში, სულ მესამე მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო ტრანსფერზე დღემდე არის საუბარი, ზურიკო ჯერჯერობით, რჩება „სენტ ეტიენში“, სატრანსფერო ფანჯარა კი, თვის ბოლოს იხურება.
„სენტ ეტიენი“ 7 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 აგვისტოს, „გრენობლს“ უმასპინძლებს.