ფეხბურთი

0:48 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სეზონი "კრემონეზესთან" "სან სიროზე" წაგებით დაიწყო (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი საშინლად დაიწყო „მილანმა“, რომელიც საკუთარ მოედანზე ელიტაში ახლახან დაბრუნებულ „კრემონეზესთან“ დამარცხდა...

მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაც „როსონერიში“ არ გამოვიდა იდეალური. „კრემონეზე“ 28-ე წუთზე ფედერიკო ბასკიროტოს გოლით დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა ტაიმის ბოლო წუთზე სტრაჰინია პავლოვიჩის გოლით უპასუხეს.

თუმცა, „როსონერიმ“ მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა, პირიქით - გაუშვა. 61-ე წუთზე ფედერიკო ბონაცოლიმ საოცარი გოლი შეაგდო მაკრატელა დარტყმით და მატჩის ბედი გადაწყვიტა. კრემონელთა სათადარიგო სკამზე იყო ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე, რომელსაც დებიუტის საშუალება არ მისცემია, მაგრამ განაცხადში რომ მოხვდა პირველად სერია A-ს მატჩში, უკვე გამოსარჩევი ამბავია.

„მილანი“ მეორე ტურში „ლეჩეს“ ესტუმრება, ხოლო „კრემონეზე“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

სეზონ გამარჯვებით დაიწყო „რომამ“, რომელმაც შინ „ბოლონია“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა დებიუტანტმა მცველმა, ვესლიმ გაიტანა. „რომა“ მეორე ტურში „პიზას“ ესტუმრება, ხოლო „ბოლონია“ „კომოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087723