ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონა“ „ლევანტეს“ ეწვია და უმძიმეს ბრძოლაში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.
ჰანსი ფლიკის გუნდისთვის ყველაფერი საშინლად მიდიოდა: პირველი ტაიმი „ლევანტემ“ „ბარსას“ ივან რომეროსა და ხოსე მორალესის გოლებით 2:0 მოუგო! თუმცა, მეორე ნახევარში „ბლაუგრანამ“ დააქამბექა.
საწყის 7 წუთში პედრიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს, რითაც ანგარიში გათანაბრდა. „ლევანტე“ მაინც ახლოს იყო ქულასთან, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უნაი ელგეზაბალის ავტოგოლით ფლიკის გუნდმა შინ 3 ქულა წაიღო - 2:3.
„ბარსელონა“ 6 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში „რაიო ვალეკანოს“ ეთამაშება, ხოლო „ლევანტე“ უქულოდ მე-18 პოზიციაზეა და წინ „ელჩესთან“ საგარეო მატჩი აქვს.