ფეხბურთი

11:45 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ჩვენ სწორ ფორმულას ისევ ვეძებთ, სხვა გუნდებში კი ჩამოყალიბებული სტრუქტურაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო სხვა იტალიურ კლუბებში [კონკურენტებში] უკვე არსებობს ჩამოყალიბებული სტრუქტურა.

„ჩემი აზრით, ძალიან რთული და ძალიან საინტერესო სეზონი იქნება, რომელშიც 7-8 გუნდი სკუდეტოსა და ევროთასების საგზურებისთვის იბრძოლებს. ყველა გუნდი ძლიერია და კარგად დაკომპლექტებული. სხვებისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს სტრუქტურა, რადგან შარშან ევროთასებზე არ ვმონაწილეობდით. ახლა ვცდილობთ ფეხბურთელების ინტეგრირებას, თუმცა ეს ადვილი არ არის, რადგან როდესაც ამდენი ახალი მოთამაშე მოგყავს, მათი ნელ-ნელა ინტეგრირება გიწევს. სერია A-ში გამარჯვებული და კარგი მწვრთნელები მუშაობენ, ჩვენგან განსხვავებით ყველა გუნდში უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურაა, ჩვენ ჯერ კიდევ სწორ ფორმულას ვეძებთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „სასუოლო“ სკოტ მაკტომინეისა და კევინ დე ბრუინის გოლებით 2:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო ტურში „ნაპოლი“ 30 აგვისტოს, „კალიარის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08851