ლონდონის „არსენალში“ 15 წლის ფეხბურთელმა მაქს დოუმანმა ითამაშა, რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდაა.
15 წლისა და 235 დღის დოუმანი „ლიდსთან“ მატჩში მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა ნონი მადუეკეს ნაცვლად. მან ბოლო წუთზე პენალტიც მოიპოვა, რომელიც ვიქტორ გიოკერეშმა გაიტანა.
პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ისევ ეთან ნვანერია, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში „არსენალის“ მაისურით „ბრენტფორდთან“ 15 წლისა და 181 დღის ასაკში ითამაშა.
საეროდ კი, სულ სამი ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერლიგაში 15 წლის ასაკში უთამაშია: ასეთი, დოუმანისა და ნვანერის გარდა, ჟერემი მონგაა, რომელმაც „ლესტერის“ მაისურით 15 წლისა და 271 დღის ასაკში შეძლო პრემიერლიგის მატჩში მონაწილეობა.