„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტზე პირად შეთანხმებას მიაღწია.
პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს კლუბებს შორის, პსჟ-ს საწყისი მოთხოვნა იტალიელ მეკარეში 50 მილიონი ევროს ფარგლებში.
გარიგება დამოკიდებულია ედერსონის წასვლაზე, რომელსაც „გალათასარაი“ კვლავ ეპატიჟება.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ტოვებს, რადგან კლუბის გეგმებში არ შედის.