ფეხბურთი

13:10 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" მზადაა სავინიოში 70 მილიონზე მეტი გადიხადოს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი სავინიო შესაძლოა ლონდონის „ტოტენჰემში“ გადავიდეს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „დეზები“ მზად არიან ბრაზილიელში 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ და ბოლომდე ეცდებიან გარიგების ბოლომდე განხორციელებას.

სავინიოც თანახმაა „ტოტენჰემში“ გადასვლაზე, ახლა კი ყველაფერი „მანჩესტერ სიტის“ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

21 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტიში“ გასულ სეზონში 48 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ატლეტიკო მინეიროში“, პსვ-სა და „ჟირონაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088827