ფეხბურთი

15:54 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე რომ დაბრუნდება, შეუძლია თამაშში რაღაცები მოგვცეს"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ „სუონსი სიტისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც გააკეთა.

„პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენგან ძალიან კარგი 65-70 წუთი იყო. ბოლო წუთებში შესაძლო ენერგია გამოგველია, მაგრამ მეტოქემაც კარგად ითამაშა და ბოლო რამდენიმე წუთი გართულდა. ეს თამაში უნდა მოგვეგო, ამიტომ გულდასაწყვეტია.

სისოკოს და კაიემბეს შეცვლა რთულია, მეორე ტაიმში ეს ცოტათი მაინც გამოჩნდა. პერ დვომო არ არის იდეალურ ფორმაში, მაგრამ მას შეუძლია მოედნის ცენტრში ენერგია მოგვცეს. როდესაც გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდება, შეიძლება არ ჰქონდეს ზუსტად ეს მახასიათებლები, მაგრამ შეუძლია სხვა რამის მოცემა. დელე ბაშირუსაც შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში, ასევე გვყავს ამარ სანგრიაკა, რომელსაც დროთა განმავლობაში, განვითარებით შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. თუ ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, მისასალმებელია, მაგრამ ახლა იმ ფეხბურთელებთან ვმუშაობთ, რომლებიც გვყავს“, - აღნიშნა პეცოლანომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი მოედანს სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.176863