ჩინეთის სუპერლიგის 22-ე ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „ცინდაო“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა.
ქართველმა შემტევმა მეტოქე 59-ე წუთზე დაამწუხრა, როდესაც ანგარიში 3:1 გახადა. მას ბოლო ხუთ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო ხუთ ტურში 7 გოლი გაიტანა: ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მას შემდეგ ბოლო ოთხ ტურში თითო გოლი მიითვალა. ვაკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. 15 გოლით ქართველი შემტევი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
„შანდონ ტაიშანი“ 37 ქულით მეხუთე საფეხურზეა და მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, „ბეიჯინგს“ უმასპინძლებს.