ათენის „პანათინაიკოსმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ რენატო სანჩესი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
28 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი პორტუგალიურ გუნდს ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა.
სანჩესი 2022 წლიდან პსჟ-ს საკუთრებაა, მაგრამ ბოლო ორი სეზონი იჯარით „რომასა“ და „ბენფიკაში“ გაატარა. მას ასევე უთამაშია „ლილში“, „სუონსიში“, „ბაიერნსა“ და „ბენფიკაში“.