ფეხბურთი

19:25 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ წიტაიშვილსა და აბუაშვილს მიმართა

„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ წინააღმდეგ მატჩს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გიორგი აბუაშვილსა და გიორგი წიტაიშვილსაც მიმართა:

„ზუსტად ისეთი საღამო, როგორიც მოგვწონს. მადლობა. თქვენი მხარდაჭერა მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება. განსაკუთრებული ფიქრები „მეცზე“, რომელსაც ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“, - დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ლიონი“ 6 ქულით ლიდერია.

0.096282