გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰამბურგი“ სტუმრად „გლადბახს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა, შესაბამისად, ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 86 წუთი გაატარა და ურიგოდაც არ უთამაშია. ის 33-ე ქართველია, ვისაც ტოპლიგაში ერთხელ მაინც უთამაშია.
მატჩი მოსაწყენი გამოდგა და გოლების გარეშე დასრულდა - 0:0. შედეგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ჰამბურგი“ მეორე ტურის მატჩს 29 აგვისტოს შინ ჩაატარებს, ჰამბურგის დერბიში „ზანკტ პაულის“ დაუპირისპირდება.