ფეხბურთი

21:51 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" პრემიერლიგაში ისევ მოუგებელია

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში ორი ტურის შემდეგ მოუგებელია. რუბენ ამორიმის გუნდმა მეორე ტურში სტუმრად „ფულჰემს“ ვერ მოუგო.

38-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშს კარგი შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, „იუნაიტედი“ მეორე ტაიმის დასაწყისში როდრიგო მუნისის ავტოგოლით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან 15 წუთში ემილ სმით როუმ გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1.

„მანჩესტერს“ ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში 30 აგვისტოს, „ბარნლის“ უმასპინძლებს. „ფულჰემს“ ორი ქულა აქვს და „ჩელსის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.1986