ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. იგორ ტუდორის გუნდმა „პარმას“ 2:0 მოუგო.
უგოლო ტაიმის შემდეგ „იუვემ“ სათამაშო უპირატესობა მეორე ნახევარში ასახა ორ გოლში: ჯერ ჯონათან დევიდმა გაიტანა სადებიუტო გოლი იტალიურ კარიერაში, ხოლო მატჩის მიწურულს მის ნაცვლად მოედანზე შესულმა დუშან ვლაჰოვიჩმა დაამწუხრა მეტოქე.
ორივე შემთხვევაში საგოლე პასები ქენან ილდიზმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე „იუვე“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა ანდრეა კამბიაზოს გაძევების გამო, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ გაიტანა ვლაჰოვიჩმა და მატჩს დაძაბული არც ბოლო ნაწილი ჰქონდა.
„იუვენტუსი“ მეორე ტურში 31 აგვისტოს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.
"იუვენტუსი" - "პარმა" 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დევიდი (59), 2:0 ვლაჰოვიჩი (84)