მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „სამეფო კლუბმა“ სტუმრად „ოვიედოს“ აჯობა.
ისევ გადამწყვეტი იყო კილიან მბაპე, რომლის გოლით „რეალმა“ პირველ ტურში 1:0 მოიგო და ახლაც ფრანგის ანგარიშზეა მადრიდელთა გოლები. მბაპემ ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ვინისიუსის პასით დუბლი გაიფორმა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვინისიუსმა, რომელიც არ იყო ძირითად შემადგენლობაში, ასისტს გოლიც დაუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.
მადრიდის „რეალს“ 6 ქულა აქვს და ლიდერია „ვილიარეალსა“ და „ბარსელონასთან“ ერთად, ხოლო მომდევნო ტურში 30 აგვისტოს, „მალიორკას“ უმასპინძლებს.