ფეხბურთი

9:54 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო პასის საოცარი ჯარიმა "ლაციოს" კარში (VIDEO)

იტალიის სერია A-ს პირველი ტურის მატჩში "კომომ" საკუთარ მოედანზე "ლაციოს" დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა მხარეს ერთ-ერთი გამორჩეული იყო არგენტინელი ნიკო პასი, რომელმაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და ამასთან საგოლე გადაცემაც შეასრულა.

შეხვედრაში ანგარიში 47-ე წუთზე გაიხსნა, 20 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ულამაზესი გადაცემა გოლად ანასტასიოს დუვიკასიმ აქცია და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მასპინძლებმა უპირატესობა 73-ე წუთზე გაზარდეს, როდესაც ნიკო პასმა ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

შეგახსენებთ, რომ "კომო" მეორე "ბოლონიას" ესტუმრება, ხოლო "ლაციო" "ვერონას" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160439