UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველ მებრძოლს ცარუკიანთან შანსი არ აქვს, რადგან ისლამ მახაჩევის შემდეგ, სომეხი მებრძოლი მსუბუქ დივიზიონში საუკეთესოა.
"ილია თოფურიას ცარუკიანთან შანსი არ ექნება. ცარუკიანი შესანიშნავი მებრძოლია და ისეთ მებრძოლებთან როგორიც ილიაა კარგად იბრძვის, ის ყველა კომპონენტში ძლიერია, დისტანციას კარგად იცავს და ფეხებსაც იდეალურად ხმარობს. შეიძლება მათ, რომ სამი წლის წინ ეჩხუბათ ცარუკიანს არ ეფრთხილა და წინ დაუფიქრებლად წასულიყო, თუმცა ახლა მას აქვს საკმარისი ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომ ილია შეისწავლოს და მასთან ახლო ბრძოლაში არ შევიდეს. ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ისლამს თუ არ ჩავთვლით, არმან ცარუკიანი მსუბუქ დივიზიონში საუკეთესოა.
ჩემი აზრით ცარუკიანი ამ ბრძოლაში მარტივად გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ მისი ჭიდაობის უნარების გამო არ მოხდება, ის ილიასთან დისტანციაზე იბრძოლებს, მას ფეხბეში შესვლა კარგად შეუძლია, მიწაზე კი მისი იდაყვები მომაკვდინებელია. შანსები 80/20-ზე იქნება ცარუკიანის სასარგებლოდ. აქვე ისაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არმანი ილიაზე გაცილებით მაღალია და ბრძოლის დღეს მასზე ბევრად მძიმე იქნება." - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ამ მომენტისთვის Pound For Pound-ის რეიტინგის ლიდერია, ქართველმა მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა. რაც შეეხება არმან ცარუკიანს, ის რეიტინგის მესამე ნომერია და ბოლო ბრძოლა 2024 წელს ოლივეირას წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.