ფეხბურთი

15:30 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

"მარსელის ოლიმპიკი" ნახევარმცველის ძიებაშია და როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფრანგები მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის დანი სებალიოსის ტრანსფერზე მუშაობენ.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და საუბარია ერთწლიან იჯარაზე, რომლის დასრულების შემდეგაც "მარსელს" ესპანელის გამოსყიდვის საშუალება ექნება.

29 წლის სებალიოსი "რეალის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მას ასევე "არსენალში" უთამაშია, "სამეფო კლუბმა" ესპანელი 2019 წელს გაანათხოვრა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094198