„ექსელსიორის“ ფეხბურთელ ირაკლი იეგოიანს ნიდერლანდების ერედივიზიონში დებიუტი ჰქონდა, მან „უტრეხტის“ წინააღმდეგ მატჩში (1:4) 71 წუთი ითამაშა.
ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები:
„ასეთ ატმოსფეროში თამაში აქამდე არასდროს განმიცდია. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელი ამისთვის ხარ. ინტენსივობა მართლაც მაღალი იყო. ერსტედივიზიონიდან ერედივიზიონამდე დიდი ნაბიჯია, მაგრამ ეს შესანიშნავია და ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო ნაბიჯი გადავდგი. აქ ეტაპობრივად უნდა დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები“, - აღნიშნა ირაკლიმ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორს“ არნემის „ვიტესიდან“ შეუერთდა. „ექსელსიორი“ სამი ტურის შემდეგ უქულოდაა და უახლოეს მატჩს 30 აგვისტოს, „უტრეხტთან“ ჩაატარებს.