ფეხბურთი

20:30 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" იტალიელი თავდამსხმელი დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „კალიარიდან“ თავდამსხმელი რობერტო პიკოლი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის შემტევის სანაცვლოდ სარდინიელებმა 25 მილიონი ევრო მიიღეს, რასაც ბონუსად 2 მილიონიც დაემატება. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

რობერტო პიკოლიმ გასულ სეზონში „კალიარის“ მაისურით 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ატალანტაში“, „სპეციაში“, „ჯენოაში“, „ვერონაში“, „ემპოლისა“ და „ლეჩეში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.177528