„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ანტონი სევილიის „ბეტისში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.
კლუბებს შორის ბოლო დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდგომაც ბრაზილიელი ესპანურ კლუბს შეუერთდება. სამხრეთამერიკელი შემტევი ინგლისელთა გეგმებში არ შედის.
ანტონიმ „ბეტისში“ იჯარით გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას „მანჩესტერის“ გარდა „აიაქსსა“ და „სან პაულუში“ აქვს ნათამაშები.