ფეხბურთი

23:39 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" მწვრთნელი: "ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ"

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „ვერონასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ იყო მისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ახალწვეულებიდან ნიკოლა ბერტოლას გარდა, სხვა არავინ.

უდინელთა ერთ-ერთი ახალწვეული საბა გოგლიჩიძეცაა, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა:

„ზოგიერთი მოთამაშე გუნდს მოგვიანებით შეუერთდა და ადაპტაციისთვის გარკვეული ვადებია. უპირატესობა მივანიჭე მოთამაშეებს, რომლებმაც უკვე იცოდნენ გუნდის სტრუქტურა. უნდა გავაუმჯობესოთ ბურთის ფლობა და ეს ეხება როგორც ახალწვეულებს, ასევე მათ, ვინც უკვე აქ იყო. შემდეგ კვირას ჩვენ სხვა კალიბრის გუნდს დავუპირისპირდებით. გვსურს, თამაშიდან თამაშამდე გავუმჯობესდეთ, მაგრამ ჩვენი თვისებების დემონსტრირება უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა რუნიაიჩმა.

საბა გოგლიჩიძეს „უდინეზეში“ ოფიციალური დებიუტი ერთი კვირის წინ იტალიის თასზე ჰქონდა, ხოლო სერია A-ს მეორე ტურში უდინელები 31 აგვისტოს, სტუმრად „ინტერს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090321