ფეხბურთი

0:45 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო (+VIDEO)

მილანის „ინტერმა“ იტალიის სერია A იდეალურად დაიწყო და საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 5:0 გააცამტვერა.

კრისტიან კივუს გუნდმა ძალიან აჯობა მეტოქეს, კლასში უდიდესი განსხვავება იყო. პირველივე ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი, როდესაც ალესანდრო ბასტონიმ და მარკუს ტურამმა გაიტანეს.

„ნერაძურიმ“ ტემპი მეორე ტაიმშიც არ დააგდო, კიდევ სამჯერ გაიტანა: ჯერ ლაუტარო მარტინესმა, მერე დუბლი შეასრულა ტურამმა, ხოლო ბოლოს ანჟე-იაონ ბონიმ დასვა წერტილი.

„ტორინოს“ დაცვაში აშკარა პრობლემები აქვს, მაგრამ საბა საზონოვი განაცხადშიც ვერ მოხვდა, რადგან კლუბის გეგმებში არ შედის. ქართველ მცველს „ტორინოში“ ორ წელიწადში შანსი არ მისცემია - ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში, სულ კი 13-ჯერ ათამაშეს, 12-ჯერ შეცვლაზე. ბუნებრივია, როცა ფეხბურთელს ნდობა და დრო არ აქვს საამისოდ, თავის გამოჩენა შეუძლებელია.

„ინტერმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და დაამტკიცა, რომ „ნაპოლისთან“ ერთად ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება. „ნერაძურის“ მომდევნო მეტოქე „უდინეზეა", ხოლო „ტორინო“ "ფიორენტინას" შეხვდება.

„ინტერი“ – „ტორინო“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბასტონი (18), 2:0 ტურამი (36), 3:0 ლაუტარო (52), 4:0 ტურამი (62), 5:0 ბონი (72)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094722