თავდამსხმელი უგო ეკიტიკე ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ლივერპულისთვის“ პირველ სამ მატჩში გაიტანა გოლი. ფრანგმა გოლი ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ (3:2) თამაშის 46-ე წუთზე გაიტანა.
ადრე, 23 წლის ფეხბურთელმა ბურთები ქვეყნის სუპერთასზე „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ (2:2 (2:3 პენალტი) და პრემიერლიგის პირველ რაუნდში „ბორნმუთის“ წინააღმდეგ (4:2) შეაგდო.
მანამდე „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ სამ მატჩში გოლები ინგლისელმა დენიელ სტარიჯმა გაიტანა.
ეკიტიკე „ლივერპულში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანკფურტის „აინტრახტიდან გადავიდა. მედიის ცნობით, გარიგების ღირებულება 95 მილიონი ევრო იყო.
„ლივერპულმა“ ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა, არადა 45+3 წუთიდან ერთი კაცის უპირატესობით თამაშობდა, მას შემდეგ, რაც „ნიუკასლის“ გარემარბი ენტონი გორდონი მოედნიდან გააძევეს, მაგრამ გამარჯვება დამატებულ წუთებზე მოიპოვა. 16 წლის თავდამსხმელმა რიო ნგუმომ 90+10 წუთზე გაიტანა გოლი.