ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ პსჟ-ს მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერს დაახლოებით 30 მილიონ ევროდ უახლოვდება, გვამცნობს „Football Italia“-ს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში დასრულდეს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკარე უკვე შეთანხმდა კონტრაქტის პირად პირობებზე და დათანხმდა ტრანსფერს.
პსჟ-მ თავდაპირველად 26 წლის იტალიელისთვის 45-50 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ კლუბი აცნობიერებს, რომ ფასის შემცირება შესაძლებელია, რადგან ფეხბურთელი ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს წასვლას.
ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში მილანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. იტალიელს საფრანგეთის ჩემპიონებთან კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და მისი გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ.