თურქულმა „გალათასარაიმ“ მეკარე ედერსონის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტისთვის“ შეთავაზება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ედერსონი უკვე დათანხმდა „გალათასარაისთან“ პირად კონტრაქტს 2028 წლამდე, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ედერსონი „ქალაქელებში“ 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.