ფეხბურთი

14:17 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ გარემარბი მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში გამარჯვების გოლი 16 წლის ასაკში გაიტანა

„ლივერპულის“ გარემარბი რიო ნგუმოა მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში გამარჯვების გოლი 16 წლის ასაკში გაიტანა, გვაცნობს Opta Sports. რიომ გოლი პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ (3:2) გამოიჩინა თავი, ის ამ დღეს 16 წლისა და 361 დღის გახლდათ.

რეკორდი უეინ რუნის ეკუთვნის, რომელმაც პრემიერლიგაში პირველი გამარჯვების გოლი 16 წლისა და 360 დღის ასაკში გაიტანა. იმ დროს, თავდამსხმელი, რომელიც ცნობილია „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი გამოსვლით, „ევერტონში“ თამაშობდა.

ორი ტურის შემდეგ, პრემიერლიგის პირველ სამეულში არიან „არსენალი“, „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“, რომლებმაც ექვს-ექვსი ქულა დააგროვეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.14402